ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ ფარგლებში, კონფერენცია „ევროპული სწავლების სამართლებრივი განზომილება საქართველოში”, 17 მაისს ჩატარდება

ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ (LFEU) ფარგლებში, კონფერენცია „ევროპული სწავლების სამართლებრივი განზომილება საქართველოში”, 17 მაისს ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციის მიზანია ევროპული სწავლების სამართლის პროგრამებში ინტეგრირების, ანდა გაძლიერების ხელშეწყობა და აღნიშნული თემის განათლების პოლიტიკის რანგში განხილვა.

„2020 წელს დამტკიცდა სამართლის ახალი დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტი, სადაც გამოიკვეთა სამართლის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებში სწავლის შედეგების განვითარების აუცილებლობა ევროკავშირის სამართლის ქართულ სამართალზე ზეგავლენის სწავლების მიმართულებით. აღნიშნული საკითხებზე მსჯელობა და დიალოგი, იქნება კონფერენციის საგანი.

კონფერენციაზე სპიკერებად მოწვეულნი არიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქ-ნი თამარ მახარაშვილი, მოადგილე ქ-ნი ნუნუ მიცკევიჩი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილი, ესტონელი, უკრაინელი და ქართველი პროფესორები (სამართლის სფეროში). კონფერენციას გახსნის და მიესალმება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია. კონფერენციაზე მოდერატორობას ახორციელებენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე. კონფერენციას ესწრებიან სახელმწიფო და საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანები, განათლების ექსპერტები, საქართველოში ჟან მონეს აქტივობების განმახორციელებელი პირები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემია და პროფესიული საზოგადოება, სტუდენტები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო