15 მაისს შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

15 მაისს მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნები შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. აღნიშნულ თარიღს საქართველოში უკვე 26 წელია აღნიშნავენ და სხვადასხვა აქტივობით მიაგებენ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ცნობით, მიმდინარე წელს ექიმი-ეპიდემიოლოგები ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელობა მოწვეულ სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებულ ეპიდ-ვითარების სტატისტიკის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

მათივე ცნობით, დამსწრე საზოგადოება საჰაერო ბუშტებზე გამოსახავენ წითელ ე.წ. „რიბონს“ (შიდსის ლოგოტიპი წითელი ბაფთა) და ჰაერში გაუშვებენ. ასევე, დეკორატიულ სანთლებს აანთებენ და გამოსახავენ იმავე „რიბონს“.

„ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივ-თან ერთად“ 2022 წელს მსოფლიოში ამ დევიზით აღინიშნება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, რომელიც მოგვიწოდებს, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ დაღუპულთა მოგონებებით, არამედ მნივნელოვანია საზოგადოების ყველა ფენა აქტიურად ჩაებას მოქმედებაში აივ/შიდსის პროფილაქტიკის, მკურნალობის და შიდსთან ასოცირებული სხვა პრობლემების გადასაწყვეტად.

დღეს აივ-თან ერთად თითქმის 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას გლობალური სოლიდარობისთვის; არღვევს სტიგმისა და დისკრიმინაციის ბარიერებს და აძლევს ჯანმრთელი მომავლის იმედს ახალ თაობებს.

საქართველოში, უკანასკნელ წლებში, აღინიშნება აივ/შიდსით ავადმყოფების სიკვდილობის შემცირება, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული არვ თერაპიით მათი მოცვის გაუმჯობესებასთან, მკურნალობის და მოვლის პროგრამების ეფექტურ მუშაობასთან. შიდსით გამოწვეული სიკვდილობა ჩვენს ქვეყანაში ძირითადად განპირობებულია აივ გვიანი დიაგნოსტიკით”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო