ელენე ხოშტარია - გაკვეთილი, რაც რუსეთთან გამოვლილმა ომებმა გვასწავლა და რა გზავნილიც მინდა გავუზიარო მსოფლიოს არის ის, რომ არასდროს დავნებდებით - უკრაინა გაიმარჯვებს!

ქართველებმა ყველაზე კარგადაც ვიცით რას გადის უკრაინა - გაკვეთილი, რაც რუსეთთან გამოვლილმა ომებმა გვასწავლა და რა გზავნილიც მინდა გავუზიარო მსოფლიოს არის ის, რომ არასდროს დავნებდებით. უკრაინა გაიმარჯვებს!“- ამის შესახებ "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ, პარიზში მცხოვრები უკრაინელების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ხოშტარია განმარტავს, უკრაინა იბრძვის საქართველოსთვის და მსოფლიო მშვიდობისთვის.

"თითოეული ქართველი ლოცულობს და დგას თითოეული უკრაინელის გვერდით, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - აქ საფრანგეთში, პარიზში, კიევში, ხარკოვში, მარიუპოლში. ყველგან ყველა უკრაინელმა უნდა იგრძნოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ნახა ეს რუსული ეშმაკის მანქანა, რომელიც ათწლეულებია იცნობს მკვლელ პუტინს და მკვლელ ტერორისტულ რუსულ სახელმწიფოს. გვინახავს ეთნიკური წმენდა, გაუპატიურებული ბავშვები და ქალები, ყველაზე საშინელი მეთოდებით დახოცილი ადამიანები. შეიძლება, ქართველებმა ყველაზე კარგადაც ვიცით ახლა რას გადის უკრაინა. კარგად ვიცით, რომ უკრაინა მხოლოდ თავისთვის არ იბრძვის, ის იბრძვის საქართველოსთვისაც და იბრძვის მსოფლიო მშვიდობისთვის. ამიტომ ჩვენი ვალია, დავდგეთ ერთად და მხარი დავუჭიროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.

გაკვეთილი, რაც რუსეთთან გამოვლილმა ომებმა გვასწავლა და რა გზავნილიც მინდა გავუზიარო მსოფლიოს არის ის, რომ არასდროს დავნებდებით. უკრაინა გაიმარჯვებს! ჩვენ გავიმარჯვებთ! სამართლიანობა და მშვიდობა გაიმარჯვებს!დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!"- აღნიშნა ხოშტარიამ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა