გიორგი გახარია პარტიის საპარლამენტო გუნდთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია და პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი: გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და ალექსანდრე მოწერელია ბრიუსელში გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ბრიუსელში გიორგი გახარია და პარტიის წევრები ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.

„პარტნიორებთან შეხვედრებზე პარტიის მხრიდან პრიორიტეტად დაისმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა და მნიშვნელობა, ქვეყნის გამოწვევები უსაფრთხოების, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემო და პარტიის ხედვა თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.

გიორგი გახარია და პარტია „საქართველსთვის“ წევრები ევროკავშირის წარმომადგენლებს გააცნობენ პარტიის მიერ უკვე მიღწეულ შედეგებს, ასევე გეგმებს პარტიის სამომავლო საქმიანობის შესახებ“,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს