საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის” პრეზენტაცია გაიმართა.

მათივე ცნობით, ღონისძიებას კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე უძღვებოდა, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის” გამოცემის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ზაზა აბაშიძის თქმით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის დაბეჭდვა სწორედ მიხეილ ჩხენკელის დამსახურებაა.

„1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

აღნიშნული გამოცემის ორიგინალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება.

რუსთაველის უკვდავი ქმნილების თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის, ხოლო წიგნის რედაქტორი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშიაა.

წიგნი 2021 წელს, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ 80 წლის თავზე დაიბეჭდა.

აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის” პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გახარია, საქართველოს პარლამენტის წევრები - ბექა ოდიშარია და ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ზაზა მარუაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა