გადაუდებელი სამუშაოების  ჩატარების გამო, 16 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 16 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიგოლ ლორთქიფნიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხომლელოს ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მოსახლეობას.

ხოლო ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის, მარაბდის, მარუხის გმირთა, შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, შროშის, ქობულეთის და ოშკის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), იპოლიტოვ-ივანოვის, ხიზამბარელის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ბადრი კობახიძის და თეთრი ტბის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერტორიის, ავშნის და მუხიანის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის და საბურთალოს რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, უნივერსიტეტის, ზალდასტანიშვილის, დელისის, მიხეილ ასათიანის, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, გუდაუთის, გვეტაძის, დავით ბაქრაძის, სტანისლავსკის, ალექსი გოგოლაურის, გიორგი კვინიტაძის, ნადირა ხოშარაულის, სულიკო კოროშინაძის, ზესტაფონის, ტყიბულის, სოხუმის, ზუგდიდის, არჩილ კერესელიძის, რაფიელ აგლაძის, ელიავას, ვანის, თევდორე მღვდლის, ცემის, სპირიდონ კედიას, ევდოშვილის, სამტრედიის, ყიფიანის, ბაგრატიონის, გაფრინდაულის, მირცხულავას, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, ფარნავაზ მეფის გამზირის, ასი ათასი მოწამის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, ფხაკაძის, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის და გიორგი დანელიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს