იაგო ხვიჩია - სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე რომ ხალხი დაიჭიროთ, პარლამენტში ყველა კომიტეტის თავმჯდომარე და თანამდებობის პირები, რომლებსაც მანქანა ემსახურება, ყველა დასაჭერია

სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე რომ ხალხი დაიჭიროთ, საქართველოს პარლამენტში ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, მაღალი თანამდებობის პირები და ბიუროკრატიაში ბევრი ადამიანი, რომლებსაც მძღოლი და მანქანა ემსახურება, ყველა დასაჭერია - ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის "ქართული ოცნებისთვის", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხზე განაცხადა.

მისი შეფასებით, მიმდინარე მოვლენები პოლიტიკური ბრძოლის შედეგია.

"მიუხედავად იმისა, რომ მე არასდროს არ მყოლია სამსახურებრივი მანქანა, დავკვირვებულვარ იმ ხალხს, რომელსაც ჰყავდა სამსახურებრივი მანქანა და ისინი ყოველთვის იყენებდნენ მას პირადი მიზნებისთვის. ეს ჩვეულებრივი აპრობირებული მეთოდია არათუ კერძო დაწესებულებაში, არამედ საჯარო სამსახურებში და ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის "ქართული ოცნებისთვის". რაც შეეხება მიზეზს რის გამოც დაიჭირეს გვარამია, ფაქტია, რომ არც გაფლანგვაა და არც მანქანის ტარება. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც ერთ-ერთი მხარე გამარჯვებული აწმყოში, ამ ბრძოლაში, დამარცხებულ მხარეს ატყვევებს და ჩვენ ასე გავაგრძელებთ თუ ეს ბრძოლა არ დამთავრდა და ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი. ამით ზიანდება მთელი ქვეყნის ინტერესი. ვართ ბრძოლაში მაშინ, როცა საბრძოლო არაფერი არ გვჭირს და მტერი თითქოს ერთი შეხედვით ქვეყნის შიგნით არ გვყავს და ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ერთმანეთის ციხეში ჩასმა, ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს. ამის დამთავრების ყველაზე მარტივი გზა და ასევე, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა არის „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა.

გამარჯვებული მხარე აწმყოში, ამ ბრძოლაში ატყვევებს დამარცხებულ მხარეს - ეს არის ამ ბრძოლის ახლანდელი მდგომარეობა და ეს ბრძოლა უნდა დავასრულოთ. ერთი მხარის მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა, ხოლო მეორე მხარის ხელისუფლების ხელში ჩაგდება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა