„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. აღნიშნულ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

პუბლიკაციის თანახმად, აპრილის თვეში ძლიერი ექსპორტი იყო.

„თიბისის“ ცნობით, წლიურმა ზრდის ტემპმა იკლო, რაც მაღალ საბაზო ეფექტს უკავშირდება, რაზეც სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, თვე-თვეზე დადებითი დინამიკა მეტყველებს.

„ამავე მიდგომით, იმპორტის მატება კიდევ უფრო ძლიერი იყო. საგარეო ვაჭრობის ფასების, პროდუქტებისა და ქვეყნების მიხედვით დეტალური სტატისტიკა ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლისთვის თიბისი კაპიტალის ეკონომიკის 5.5%-ზე მეტი ზრდის საბაზო სცენარი კვლავ ძალაშია.

გასული კვირა საყურადღებო იყო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მხრივ. „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინების შესაბამისად, განაკვეთი უცვლელი დარჩა. მართალია ინფლაცია მწვავე პრობლემაა, თუმცა ძირითადი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებაა. ამ მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კუთხით, ქმედითი ინსტრუმენტი მხოლოდ ლარის შემდგომი გამყარებაა, თუმცა აშშ დოლარის გაძლიერებისა და რეგიონის სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის საშუალო კურსის გათვალისწინებით, ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე განცხადებაში კომიტეტი ასევე შეეხო ლარიზაციისა და სამომხმარებლო სესხების ბოლოდროინდელ დინამიკას. „თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, ახლო მომავალში უცხოური ვალუტის სესხების დამატებით შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის, რადგან არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, ამან შესაძლოა ლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს.

„სამომხმარებლო სესხების კუთხით, იმ შემთხვევაში, თუკი თუნდაც რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ სეგმენტის ზრდა ეკონომიკის ნომინალური ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, რაც დღესდღეობით არ ფიქსირდება, დიდია იმის ალბათობა, რომ მარეგულირებელი ჩარჩო დამატებით გამკაცრდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 16 მაისის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს