ლევან სილაგავა - პრობლემა, რომელიც წისქვილკომბინატების დახურვის შესახებ არსებობს, სერიოზული პრობლემაა - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ვითხოვთ

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა წისქვილკომბინატების დახურვის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მისივე თქმით,

საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და წისქვილკომბინატები სამუშაოებს გააჩერებენ.

„ხორბლის მარაგი ფაქტიურად ამოწურულია, წისქვილკომბინატები გაჩერდებიან, ეს არის სიტუაცია. წისქვილკომბინატებს ხორბალი არ შემოაქვთ, ქვეყანა გადასულია ფქვილზე. თუ სწორი კონკურენციის პირობები დაბრუნდებოდა, ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ სამიზნე ფასს, რასაც პურის მწარმოებლები იტყოდნენ, ჩვენ პირველი ხარისხის ფქვილს მივაწოდებდით.

პრობლემა, რომელიც წისქვილ-კომბინატების დახურვის შესახებ არსებობს, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან. ამ პრობლემის შესახებ თვეების განმავლობაში ჩვენ სამხრივ სამუშაო ჯგუფთან ვმუშაობთ, რომელიც წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობის მაღალი რანგის წარმომადგენლების დონეზე. ჩვენ იმიტომ ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, რომ სამხრივმა სამუშაო ჯგუფმა თავი ამოწურა. ყველას მოსაზრება იყო, რომ პრობლემა დგას და ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს. იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერი არის მთავრობის თავმჯდომარე ის ასევე ეკონომიკური ბლოკის ზემდგომია, მისი გადასაწყვეტია ეს სიტუაცია",- განაცხადა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“.

როგორც მან განაცხადა, დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში საიმპორტო შემოსავლების დაბეგრვა ხორბალსა და ფქვილს შორის განსხვავებულია, ფქვილის სასარგებლოდ.

მისივე თქმით, არასწორი კონკურენცია არის გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ წისქვილ-კომბინატებს არ უღირთ ხორბლის შემოტანა და შესაბამისად, ისინი გაჩერდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა