ტექნოპარკში იტალიის კვლევებისა და ინოვაციების დღე აღინიშნა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და „იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის“ (COTEC) ორგანიზებით, იტალიის კვლევებისა და ინოვაციების დღე (Italian Innovation and Research Day) აღინიშნა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსიები იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც იტალია ქართველ სტარტაპებს და სტუდენტებს ინოვაციების, ტექნოლოგიების სფეროში სთავაზობს.

„ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა, რომლის გამარჯვებულებიც იტალიაში გაემგზავრებიან და სამთვიან უფასო სასწავლო ვიზიტს გაივლიან SPICI -ის FabriTech განყოფილებაში და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში. აღნიშნული პროექტი 2018 წელს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC - ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს ქართველი სტარტაპებისთვის უფასო ,,სასწავლო ვიზიტს იტალიაში“. პროექტი მესამე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, როგორც ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ასევე საერთაშორისო გამოცდილების მიღება და გაზიარება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა