2023 წელს საქართველო ENQA-ს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ENQA-ს მმართველმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე განხილული იქნება ის საკითხები და ტენდენციები, რომელიც დაკავშირებულია ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან. მასში იქნებიან ჩართული ევროპის 32 ქვეყნის 55 ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელები, სააგენტოების თანამშრომლები, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის – EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

„საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები, სრულ შესაბამისობაშია ერთიან ევროპულ სტანდარტებთან და მიდგომებთან.

ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2021 წელს განხორციელდა. მათი შეფასებით, ცენტრის მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, რითაც საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჰარმონიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან სტანდარტებთან და პრინციპებთან მიმართებაში“, - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 25 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ENQA-ს სრული წევრის სტატუსი 5 წლის ვადით მიენიჭა.

ENQA-ს შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან, სახელმძღვანელო პრინციპებთან და სრულად აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის ძირითად კრიტერიუმებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო