„საქსტატი“ - 2022 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 431.3 ათასს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 4.8-ჯერ არის გაზრდილი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 576.5 ათასი შემოსვლა, რაც 4.3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 49.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 517.3 ათასი შეადგინა, რაც 4-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

„2022 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 431.3 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4.8-ჯერ არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 460.0 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 3.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 89.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.2 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. 2022 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 66.8 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 15.5 პროცენტს შეადგენს და გაზრდილია 126.9 პროცენტით 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (103.8 ათასი) თურქეთის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 104.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტორების უმრავლესობა, 50.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 33.6 პროცენტს შეადგენდა. 2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (49.9 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 307.8 ათასი და 173.2 ათასი ვიზიტი. 2022 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.5 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 74.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2022 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 777.8 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
Samsung-მა უახლესი Galaxy S23 სერია წარადგინა
GM PHARMA-ს ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღიარება
„ბიზნეს დიალოგი“ – „ლიბერთის“ ინიციატივა რეგიონებში
Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ
თბილისში „სიმეტრიას“ მიერ განვითარებული საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა
იოსებ კეჭაყმაძის საკომპოზიტორო შემოქმედება და ფონდი „ქართული გალობა“
ექსპერტიზის ბიურო მომსახურების განახლებულ ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება