საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით გაიზარდა და 241 ლარი შეადგინა

2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით, გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 241 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 238.2 ლარი იყო.

2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 38.2 ლარით არის გაზრდილი. 2021-ის აპრილში საარსებო მინიმუმი 202.8 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, აპრილში მარტთან შედარებით, 2.5 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 211 ლარის ნაცვლად 213.5 ლარი გახდა. რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021-ის აპრილში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 179.6 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს