ლევან დავითაშვილი - წინასწარი მონაცემებით, აპრილში გვქონდა ექსპორტის 10%-იანი ზრდა, რაც დაახლოებით ნახევარმილიარდ დოლარამდეა

ჩვენი წინასწარი მონაცემებით, აპრილში გვქონდა ექსპორტის 10%-იანი ზრდა, რაც დაახლოებით ნახევარმილიარდ დოლარამდე იყო. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც საბაზისო მონაცემების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა როგორც ექსპორტის მატებას, ისე გასულ წელთან შედარებით ტურიზმის კუთხით შემოსავლების აღდგენას.

„გვახსოვს, რომ შარშან გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, მათ შორის მაღალი საექსპორტი შემოსავლები. შესაბამისად, გასული წლის აპრილი წლევანდელ აპრილთან შედარებით გაცილებით დიდი იმედის მომცემია“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ტურიზმის სფეროში არსებულ პროგრესზე. მინისტრმა ტურიზმის კუთხით 2022 წლის იანვარი-აპრილის მონაცემები გაასაჯაროვა.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტურიზმის კუთხით შემოსავლების აღდგენას. ჩვენი მთავარი გაუთვალისწინებელი ფაქტორი იყო, თუ რამდენად შევძლებდით ტურიზმის აღდგენას 2022 წელს, რადგან გვახსოვს 2021 წელი ტურისტულად არ იყო აქტიური. 2022 წელს ვგეგმავდით ტურიზმის შემოსავლების 70%-იან აღდგენას. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 69%-ით ტურიზმი აღდგენილია. დაახლოებით 582 მილიონი დოლარის შემოსავალი უკვე მიღებული გვაქვს. რაოდენობას რაც შეეხება, მგზავრთა რაოდენობა 2019 წელთან მიმართებით 52%-ით აღდგენილია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად ყალიბდება ტურისტული დარგი. კერძოდ, ტურიზმში მაღალი შემოსავლის მქონე უფრო გრძელვადიანი ვიზიტების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, შემოსავლების უკეთესად აღდგენა ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ჩვენ ის ეკონომიკური ზრდის მონაცემები, რაც დაგეგმილი გვქონდა, შევასრულოთ, მათ შორის ტურიზმის კუთხით.

ასევე იმედისმომცემია ის დაინტერესება, რომელიც არსებობს საქართველოს მიმართულებით. 400-მდე ფრენა იგეგმება მაისის თვეში სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ავიაკომპანიებთან კიდევ არის მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებებზე. აქტიური იქნება ტურიზმის სააგენტო და ტურისტული კომუნიკაციის მარკეტინგული კომუნიკაციის კუთხით და ამ კვირაში გვექნება ძალიან საინტერესო სიახლეები ამ კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა