ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს

ეკონომიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს მოლოდინი აქვს, რომ საწვავის ფასები შემცირდება.

როგორც მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, კონკურენციის სააგენტოს მიერ ბაზრის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საცალო ქსელებში არსებული საწვავის ფასი არ არის საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან თანხვედრაში.

„კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი, მას აქვს საინტერესო მიგნებები მონიტორინგის პროცესის შესაბამისად. ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში გავაზიარეთ. შაბათს გვქონდა შეხვედრა. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე, ღიად, საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ანუ ის ზრდის ეფექტი, რომელიც იყო, არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან. ყოველ შემთხვევაში, მას ჰქონდა თავისი ინერცია და ეს ინერცია იყო რამდენიმეკვირიანი. ამ რამდენიმეკვირიანი წანაცვლებით არ აისახა ეს ე.წ. ტაბლოებზე ანუ საწვავის საცალო ფასები მაჩვენებლებზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. პრემიერის დავალებით მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი. რამდენიმე დღე მათთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია რომ არსებობდეს. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს. ამ კუთხით, დღესვე შევხვდებით ერთ ჯგუფს, რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგის მომცემი იქნება,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა