ლევან დავითაშვილი - პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს.

„პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის, თუ გარემო ფაქტორები შეიცვლება, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, ამ გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელ ვითარებაში ამას არ აქვს წინაპირობა.

ჩვენთვის მთავარია მოსახლეობისთვის იყოს პურის ხელმისაწვდომობა და ასევე იყოს ხელმისაწვდომი ფასები. ფასის გაზრდა არ არის მთავრობის ინტერესში და არ არის საზოგადოების ინტერესში, ამიტომ ხელოვნური ბარიერების შექმნა ფქვილის იმპორტის შემთხვევაში მიუღებელია. მთავარია, ჩვენ გვქონდეს დეტალური მონიტორინგი იმისა, რომ მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა და ეს ასეც იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს და ვფიქრობ, რომ კარგად ართმევენ თავს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის გარკვეული მარაგი არსებობს.

„საქართველო დღეს არის ტრანზიტული ქვეყანა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები. ჩვენს კორიდორში ხორბალი მოძრაობს და აქედან გამომდინარე ის უსაფრთხოების საკითხები, რომელზეც ვსაუბრობთ, გათვალისწინებულია და ქვეყანას არ აქვს პრობლემა”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა