ლევან დავითაშვილი ხელოვნური გათოვლიანებისთვის გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებულ საკითხს განმარტავს

138 თუ 140 მილიონი - ეს იყო თანხა, რომელიც განსაზღვრა იტალიურმა საპროექტო ორგანიზაციამ და რომელიც საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციით მთის კურორტების კომპანიის მიერ არის არჩეული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რომ მთის კურორტების მიერ ხელოვნური გათოვლიანებისთვის გამოცხადებულ 138-მილიონიან ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოს შესრულების მზადყოფნა 91 მილიონად გამოთქვა. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა თუ როგორ დადგინდა, რომ ამ სამუშაოსთვის საჭიროა 138 მილიონი და ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციულ გარიგებასთან.

იმ კომპანიაზე საუბრისას, რომელმაც განაცხადა, რომ ამ სამუშაოს 91 მილიონად შეასრულებს, დავითაშვილმა ასე უპასუხა - „ასე ბევრმა შეიძლება ბევრი რამ თქვას“.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ იტალიურ კომპანიაზე, რომელიც აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად 138 მილიონი განსაზღვრა.

„იტალიურ საპროექტო კომპანიას გავლილი აქვს ექსპერტიზა და ეს იყო პირველი საწყისი საკონკურსო ფასი. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საუბარი ტენდერზე, ეს არის ფასთა მოკვლევის პროცესი. რაც შეეხება თქვენს საუბრებს და პროცესის პოლიტიზებას, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მე ვერაფერს გეტყვით, რადგან, როგორც ვიცი, პროცესი მიდის და ჯერ არავის არავინ აურჩევია. მიდის შეფასება, რადგან იქ არის ძალიან ბევრი საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომლის ფარგლებში დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლა უნდა მოხდეს. ეს პროცესი მიმდინარეობს და გადაწყვეტილება იქნება ამის შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს