17 მაისს, ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე” ფარგლებში, ჩატარდება კონფერენცია „ევროპული სწავლების სამართლებრივი განზომილება საქართველოში”

17 მაისს, ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე” ფარგლებში, ჩატარდება კონფერენცია „ევროპული სწავლების სამართლებრივი განზომილება საქართველოში”.

კავკასიის უნივერსიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული კონფერენციის მიზანია ევროპული სწავლების სამართლის პროგრამებში ინტეგრირებისა და გაძლიერების ხელშეწყობა და ამ თემის განათლების პოლიტიკის რანგში განხილვა.

კონფერენციის ორგანიზატორთა ცნობით, 2020 წელს სამართლის ახალი დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტი დამტკიცდა, სადაც სამართლის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებში სწავლის შედეგების განვითარების აუცილებლობა გამოიკვეთა ევროკავშირის სამართლის ქართულ სამართალზე ზეგავლენის სწავლების მიმართულებით. აღნიშნული საკითხებზე მსჯელობა და დიალოგი იქნება კონფერენციის საგანი.

კონფერენციაზე სპიკერებად მოწვეულნი არიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ლაშა მარგიშვილი, ასევე ესტონელი, უკრაინელი და ქართველი პროფესორები. კონფერენციას გახსნის და მიესალმება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და სამართლის სკოლის დეკანი, სოფიო შენგელია.

კავკასიის უნივერსიტეტის ინფრომაციით, კონფერენციაზე მოდერატორობას განახორციელებენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები, ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე. კონფერენციას დაესწრებიან სახელმწიფო და საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანები, განათლების ექსპერტები, საქართველოში ჟან მონეს აქტივობების განმახორციელებელი პირები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემია და პროფესიული საზოგადოება, სტუდენტები.

ორგანიზატორთა ცნობით, კონფერენცია 09:45-დან 16:00 საათამდე კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო