გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს 12:15-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, სვიმონ შოთაძის, ბესიკ ბელთაძის, შალვა აფხაიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, პეტრიანი, ებნისი, ლამოვანი, ციხევდავი, ბუჩუნტლიანი, ბურღულები, წიწამურა, ზემო შუახევი, ქვემო კოდისწყარო, ციხისუბანი, ქისიაანი, დახალი კადოეთი.

„11:00-დან 18:30 საათამდე დენის დროებით გაეთიშებათ მომხმარებლებს დაბა სტეფანწმინდაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო