თბილისის საკრებულოში რელიგიის სააგენტომ დაიწყო სამდღიანი ტრენინგები საკრებულოს თანამშრომლებისთვის თემაზე - სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი

თბილისის მუნიციალიტეტის საკრებულოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო სამდღიანი ტრენინგები საკრებულოს თანამშრომლებისთვის თემაზე - სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი.

ტრენინგი 16-დან 18 მაისის ჩათვლით წარიმართება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილე საჯარო მოხელეებს მიესალმნენ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახაბერ ლაბუჩიძე. მათ აღნიშნეს რელიგიური ტოლერანტობის, ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის მნიშვნელობა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსთვის და საზოგადოდ, დემოკრატიის მშენებლობის პროცესში.

სააგენტოს ცნობით, საჯარო მოხელეებისთვის მიმდინარე ტრენინგის პირველი დღე დაეთმო შემდეგ ისეთ თემების, როგორიც არის საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, მისი ფუნქციები და საქმიანობა. ტრენინგის პირველ დღეს მომხსენებელი იყო რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე. საქართველოში გავრცელებული რელიგიების შესახებ ისაუბრა სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, სერგო ფარულავამ, ხოლო სეკულარიზმსა და რელიგიურ ნეიტრალიტეტზე სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დავით დავითაშვილმა და ამავე სამსახურის იურისტმა, ალექსანდრე შეყილაძე ისაუბრეს.

სააგენტოს განცხადებით, ტრენინგი ხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში და მისი მიზანია საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში.

„2016 წელს, რელიგიის სააგენტომ კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გამოსცა პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეთათვის - „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში“, რომლის მიზანიც არის სახელმწიფოს ერთიანი რელიგიური პოლიტიკის ფარგლებში, სეკულარული მმართველობისა და საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცების ხელშეწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს