მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის მედიის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ირჟი რუსიცკა ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორამციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანების გამოცდილებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.

„ყოველთვის საინტერესოა ჩვენთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრა, მაგრამ განსაკუთრებულად საინტერესოა, როცა ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს ჩვენი მსგავსი პოსტსაბჭოთა გამოცდილება. ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილება დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩეხ კოლეგებთან ერთად განგვეხილა საქართველოს პერსპექტივები.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიის მნიშვნელობაზე, ხაზი გაესვა დესტრუქციულ ელემენტებს.

ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებობს კარგი პერსპექტივები თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ეფექტიანი ურთიერთობების მისაღწევად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ კუთხით ჩეხეთის საელჩოს ძალიან ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა