ანონსი  17 მაისი

17 მაისს, 10:30 საათზე, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პანდემია არ დასრულებულა - ახალი შტამები; ექიმები - ვაქცინაციის ყველაზე ნაკლები მხარდამჭერები; ვაქცინის მეოთხე დოზა; ახალი ჰეპატიტის გავრცელება ბავშვებში.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

17 მაისს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

17 მაისს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული - საქართველოში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. საგზაო შემთხვევების მძიმე შედეგები და სიჩქარის გადაჭარბების პრობლემა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტის საკითხების ექსპერტის, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცეპრეზიდენტის, მევლუდ მელაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული - საქართველოში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. საგზაო შემთხვევების მძიმე შედეგები და სიჩქარის გადაჭარბების პრობლემა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

17 მაისს, 13:30 საათზე, „ექსპო-ჯორჯიაში“ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) გახსნის ღონისძიება გაიმართება.

მის: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, მე-3 პავილიონი.

საკონტაქტო: 577 26 10 64

17 მაისს, 15:00 საათზე, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ჰიპერტენზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია სახელწოდებით მაისის გაზომვის თვე გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

მის: კახეთის გზატკეცილი, #99. 0198

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს