თბილისში ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე სოლიდარობის აქცია გაიმართება. ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით, სოლიდარობის აქციას მედია გამართავს და ეს არ იქნება პოლიტიკოსების აქცია.

„მედია მართავს სოლიდარობის აქციას და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, გვექნება მსვლელობა პარლამენტამდე. გაგვიხარდება რაც უფრო მეტი ადამიანი გამოუცხადებს სოლიდარობას ნიკა გვარამიას და მედიას. ეს არის მედიის აქცია და არა პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილი აქცია“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა