საპატრიარქო - კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართული საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა. შესაბამის განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ამასთან, საპატრიარქო განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოხარულია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა მოხდა.

"2022 წლის 15 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის შედეგი.

საქართველოს საპატრიარქო მოხარულია, რომ ბატონი მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. თუმცა დავძენთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ამ საკითხს არ ეხებოდა და, ამდენად, ეს შეხვედრა არ გამხდარა ზემოაღნიშნულის მიზეზი",- ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:საპატრიარქო - კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა