პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე აგონიაშია, რადგან მისი ბატონის და მამა-მარჩენალის ქონებას საფრთხე დაემუქრა

ჩვენ ვიქნებით ყველა იმ აქციაზე, სადაც საქართველოს ევროპულ მომავალზე და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე იქნება საუბარი - „ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე აგონიაშია, რადგან მისი ბატონის და მამა - მარჩენალის ქონებას საფრთხე დაემუქრა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ხვალ ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციას შეუერთდება, რადგან პროცესები, რაც ქვეყანაში განვითარდა, მიმართულია სიტყვის თავისუფლების და საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ.

"სტრატეგია აღმაშენებელი" პროცესს ხედავს არა როგორ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებად, არამედ ეს არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესი, შესაბამისად, თუ ევროპული ინტეგრაციის პროცესს, ჩვენს ისტორიულ ცივილიზაციურ არჩევანს მიადგება საფრთხე, "სტრატეგია აღმაშენებელი" დადგება იქ, სადაც საქართველოს, ხალხს სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ყველა იმ აქციაზე, სადაც საქართველოს ევროპულ მომავალზე და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე იქნება საუბარი, ყველა აქციაზე, რომელიც იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარებული.

სიამოვნებით ვიქნებით ხვალ აქციაზე, ეს არის ჩვენი სიტყვის თავისუფლების დასაცავი აქცია, ხოლო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არის საშუალება იმისთვის, რომ საქართველო დატოვონ რუსეთის პირისპირ.

ის, რა გადაწყვეტილებაც გამოიტანა ბიძინა ივანიშვილის კარის სასამართლომ, რომელსაც კომპრომატების ძალით მართავს, არაფერი საერთო არ აქვს სამართალთან. იმ ვითარებაში როცა საქართველოს ისტორიული შანსი აქვს გახდეს ევროპის ნაწილი, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამას არ ასხივებს, ამის გამო ვწუხვართ, აგონიაში არ ვართ და აგონიაში თუ ვინმე არის, არის „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძე, რადგან მისი ბატონის და მამა- მარჩენალის ქონებას დაემუქრა საფრთხე, საფრთხე დაემუქრა ვერტმფრენს, რომლითაც უსაფრთხოდ უნდა გადაადგილებულიყო, საფრთხე დაემუქრა მის ნახატებს, რომელშიც ინვესტიცია ჩადო და თანხას, რომელსაც ელოდებოდა ბანკისგან, ამის გამო „ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ უნდა შეიკრიბოს საქართველოს ღარიბი მოსახლეობა და მთელი ძალისხმევა მიმართოს ბიძინას ფულის გადასარჩენად, ამაზე მეტი პასაჟური სახე, სიურეალისტური სურათი, არქიფო სეთურთან ამაზე მეტი მსგავსება მე არ მინახავს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს