„რადიო თავისუფლებასა“ და „რადიო პალიტრას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

„რადიო თავისუფლებასა“ და „რადიო პალიტრას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობის მემორანდუმს U.S. Agency for Global Media-ს ევრაზიის რეგიონული მარკეტინგის ოფისის ხელმძღვანელმა ადამ გარტნერმა და რადიო „პალიტრის“, „პალიტრანიუსის“ დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა მოაწერეს ხელი. ადამ გარტნერი „პალიტრაში“ სტუმრობის დროს მედია ჰოლდინგის მუშაობის პრინციპს გაეცნო. ის ასევე მედია ჰოლდინგ „პალიტრის“ მენეჯმენტს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში არსებული მედია გარემო, თავისუფალი მედიის წინაშე არსებული გამოწვევები და კომპანიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, არის საერთო მიზნები და საერთო ფასეულობები, ის რისიც გვჯერა - ეს არის თავისუფალი მედია და შესაძლებლობა, რომ არ მოვექცეთ პოლიტიკური გავლენის ქვეშ, უბრალოდ მოვყვეთ ამბავს ისე, როგორც ის არის. „პალიტრაში“ სჯერათ ამის და რა თქმა უნდა, „რადიო თავისუფლებისთვის“ ეს არის ის მიზნები და იდეები, რომლებზეც კომპანია არის დაფუძნებული და რომლის მიხედვითაც მუშაობს.

„ეს არის პირველი აგური იმ შენობის, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ამ თანამშრომლობით. U.S. Agency for Global Media-ს, რომლისთვისაც მე ვმუშაობ და „რადიო თავისუფლებას“ აქვს ბევრი ხელმისაწვდომი პროგრამა, ჰყავს ბევრი ჟურნალისტი, ადამიანები, რომლებიც საქმიანობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვისი დახმარებითაც ნამდვილად შეგვიძლია ამ პარტნიორობის გაფართოება რადიოს, ტელევიზიის, სოციალური მედიისა და ბეჭდურის მიმართულებით.

აქ ამ ბაზრის შესასწავლად ჩამოვდივარ იმდენად ხშირად, რამდენადაც შემიძლია, მაგრამ ყოველ ჯერზე ბაზარი აბსოლუტურად განსხვავებულია. ვფიქრობ ეს ბაზარი იზრდება, თუმცა მას უჭირს იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც მედია ბაზარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით - ეს არის ფაქტებზე დაფუძნებული ნიუსი, იმის უზრუნველყოფა, რომ შუალედური აზრი წარმოდგენილი იყოს, რომ მხოლოდ ორი უკიდურესობა არ იყოს, ეს იყო ჩვენი საუბრის ნაწილი და ძირითადად, შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი მედია ემსახურება საზოგადოებას, თუმცა ვხედავ, რომ საქართველოს უჭირს ამ მიმართულებით ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანას. ვხედავ, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა, მაგრამ ეს ის მიმართულებაა, რომელზეც „პალიტრა“ უკვე მუშაობს“,- განაცხადა ადამ გარტნერმა.

იხილეთ ვიდეო:„რადიო თავისუფლებასა“ და „რადიო პალიტრას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს