ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს მონაწილეობა ITB Berlin-ზე კიდევ უფრო შედეგიანი იქნება ტურიზმის სექტორის მეტად წასახალისებლად და პოპულარიზაციისთვის

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში მასპინძელი ქვეყნის რანგში მონაწილეობა. ჩვენ განაცხადი ჯერ კიდევ პანდემიამდე გავაკეთეთ და კონკურსის შედეგად დავამარცხეთ ბევრი ისეთი ქვეყანა, რომლებსაც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ITB Berlin-ის გამოფენასთან თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

მისივე თქმით, საქართველო იქნება მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა 2023 წელს, როდესაც პანდემიის შემდეგ ბერლინში გამოფენა პირველად ჩატარდება რეალურ ფორმატში.

„ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს მონაწილეობა უფრო მეტად შედეგიანი იქნება საქართველოს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო წასახალისებლად და პოპულარიზაციისთვის“,- აღნიშნავს დავითაშვლი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მასთან ერთად, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

„ ხელმოწერის ცერემონიაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

ხელმოწერის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ITB Berlin - ის ორგანიზებით, გაიმართა B2B ფორმატის შეხვედრები ქართული და გერმანული ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ITB Berlin 2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შესახებ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციას გამართავს ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნების კოორდინატორი რიკა ჟან-ფრანსუა.

გარდა ამისა, საქართველო მასპინძლობს გერმანული პრესის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გასაცნობად, გამოფენის ორგანიზატორებთან და გერმანული ტურისტული კომპანიებთან ერთად, ქვემო ქართლსა და კახეთს ეწვივნენ.

ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. კოვიდ პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113,500 ბიზნეს ვიზიტორი სტუმრობდა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა