გიორგი ვაშაძე - მიზანმიმართულად ხდება ანტიდასავლური კამპანიის წარმოება „ანტიქართული ოცნების" მხრიდან იმისთვის, რომ დასავლეთმა უარი უთხრას საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციაზე

მიზანმიმართულად ხდება ანტიდასავლური კამპანიის წარმოება „ანტიქართული ოცნების" მხრიდან იმისთვის, რომ დასავლეთმა უარი უთხრას საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გვარამიას დაკავება პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს მიზანმიმართულად დაამთხვიეს.

"სურთ, საქართველოს მოქალაქეებს ილუზია შეუქმნან, ვითომ ევროკავშირში უნდათ, მაგრამ დგამენ ნაბიჯებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას კანდიდატის სტატუსზე. ისინი ატყუებენ მოქალაქეებს, რომ ევროპელები არიან, მაგრამ ევროპა არ იღებს მათ, ამ შინაარსის გაყიდვას შეეცდებიან უახლოეს პერიოდში, არ გამოვრიცხავ ასევე, რომ ჩრდილოელი მეზობლისგან ძალიან კონკრეტული დავალებები მიიღეს მათმა ბატონ-პატრონებმა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. აქამდე ეს ორსახოვანი გზა შეიძლება ჭრიდა, მაგრამ დღეს ან ხარ უკრაინასთან და ცივილიზებულ სამყაროსთან ან ხარ რუსეთთან, შუა გზა არ არსებობს. შესაბამისად, შუა გზა, რომელიც მათ ჰქონდათ, დამთავრდა“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" ყოველდღიურად თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს, რაც უპასუხოდ არ დარჩება მათი მხრიდან.

ამასთან, ანტიდასავლურ რიტორიკაზე განცხადება გიორგი ვაშაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზეც გააკეთა. ვაშაძემ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვის შეფერხების უკან კოორდინირებული ქმედებებსა და შანტაჟზე ისაუბრა, მისი და საგარეო საქმეთა მინისტრის კომიტეტის სხდომაზე დაბარება მოითხოვა, რათა მათ პასუხი გასცენ კითხვას, ვინ აშანტაჟებს ივანიშვილს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მათი პარტიის და უმრავლესობის პოზიცია არ არის, რომ რომელიმე სახელმწიფო აშანტაჟებს ივანიშვილს. რაც შეეხება კობახიძის და მინისტრის დაბარებას, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილის კერძო დავა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განსახილველი საკითხი არ არის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა