საბურთალოს რაიონში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„დიდ დიღომში კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული გზა მირიან მეფისა და თავდადებულის ქუჩებს აკავშირებს. აქ გზა ფაქტობრივად არ არსებობდა. წვიმაში გადაადგილება შეუძლებელი იყო. ახლა კი, გზის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს საბურთალოს რაიონის გამგეობა. მადლობა მას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების შედეგად, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 8 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.

საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კომპანია „სკინჩი“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარია გამოყოფილი.

კახა კალაძესთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა