გერმანიის ელჩი საქართველოში - საქართველო ტურისტებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს - საქართველოში ძალიან ბევრ გერმანელ ტურისტს ველოდები

ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა, დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა მიმართა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს წამყვანი გამოფენა ITB Berlin და საქართველო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მომავალ წელს საქართველო ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა იქნება. ITB Berlin-მა საქართველო ოფიციალურად დაასახელა კულტურულ მიმართულებად, ასევე სპეციალურ მიმართულებად ბუნებისა და მდგრადი ტურიზმის კუთხით. ძალიან მოხარული ვარ, რომ გერმანიისა და საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. მე აქ მყოფ ITB Berlin-ის, კომპანიების წარმომადგენლებს, გერმანელ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ბერლინის გამოფენამ საქართველოს პარტნიორ ქვეყნად დასახელებით შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ტურისტებს უნიკალურ, მდიდარ გამოცდილებას სთავაზობს. მე საქართველოში ძალიან ბევრ გერმანელ ტურისტს ველოდები,“ - აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში.

„2023 წელს საქართველოს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანის სტატუსით მონაწილეობა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის უდიდესი შესაძლებლობაა.

მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა ტურისტული პროდუქტები გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის, 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს გააცნოს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა