მიხაილო პოდოლიაკმა დიმიტრი პესკოვს ურჩია სიტყვა „გამარჯვების“ განსაზღვრება გაიგოს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, „რუსეთის გამარჯვება“, რომელიც მოიცავს სანქციებს და სრულ საერთაშორისო იზოლაციას, სულ უფრო მეტად გაიზრდება.

პოდოლიაკი ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. პოდოლიაკმა პესკოვს ურჩია სიტყვა „გამარჯვების“ განსაზღვრება გაიგოს.

„ეჭვგარეშეა, „რუსეთის გამარჯვება“, რომელიც მოიცავს სანქციებს, საერთაშორისო ზიზღს, სრულ იზოლაციას, იახტების დაკავებას, ბრძოლას სოფლებისთვის ხარკოვის რეგიონში, მხოლოდ გაიზრდება. პესკოვს უბრალოდ ესაჭიროება იცოდეს სიტყვა „გამარჯვების“ განსაზღვრება, რომლის საფასურიც 30 ათასი გარდაცვლილი რუსია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი გაიმარჯვებს და ყველა მიზანს მიაღწევს.

მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, რომელიც აწარმოებს ჰიბრიდულ ომს რუსეთის წინააღმდეგ, მტრულად განწყობილ სახელმწიფოებად იქცნენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება