ნიკოლოზ სამხარაძე - რამდენადაც ვიცი, ნიკა გვარამია დაპატიმრებულია 7 მილიონის ზიანის მიყენებაზე „რუსთავი 2“-სთვის, არ მგონია არასწორი ინფორმაცია მქონდეს

ვწუხვარ, რომ გარკვეული განცხადებები არ არის ხოლმე მოყვანილი თანაფარდობაში სიმართლესთან, მათ შორის, საელჩოების განცხადებებიც და ეს ყველაფერი აღქმებზე დაფუძნებული განცხადებებია,- ასე ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს.

მან საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა განცხადებები არა აღქმებიდან გამომდინარე, არამედ საქმის ფაქტობრივი მასალებიდან გამომდინარე გააკეთონ, თუმცა, აღნიშნავს, რომ საქმის მასალებს თავადაც არ იცნობს.

"სანამ კონკრეტული ადამიანები საქმის მასალებს არ გაეცნობიან, მანამდე განცხადებების გაკეთება მიუღებელია. შეუძლებელია განცხადება გააკეთო საქმის მიკერძოებულობა- მიუკერძოებლობაზე, თუ არ იცი საქმის დეტალები. მე ამ საქმის დეტალები ბოლომდე არ ვიცი, რადგან წაკითხული არ მაქვს, შესაბამისად, ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას გავაკრიტიკო ან მოვიწონო სასამართლოს გადაწყვეტილება. ეჭვი მეპარება რომელიმე ადამიანს, რომელიც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ან წარმომადგენელია, წვდომა ჰქონდეს ვრცელი მოცულობის საქმეზე და დეტალურად იცნობდეს მასალებს, ამიტომ ყველას მივუწოდებდი, განცხადებები გაკეთებული იქნას არა ზოგად აღქმებზე დაყრდნობით არამედ, ფაქტობრივი მასალებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი აღქმებზეა დაფუძნებული, რადგან ეჭვი მეპარება საქმის მასალები ვინმეს ჰქონდეს წაკითხული თავიდან ბოლომდე. ძალიან ვწუხვარ, რომ გარკვეული განცხადებები არ არის ხოლმე მოყვანილი თანაფარდობაში სიმართლესთან, მათ შორის საელჩოების განცხადებებიც და ეს ყველაფერი აღქმებზე დაფუძნებული განცხადებებია. თუ ვინმეს კონკრეტული მტკიცებულება აქვს, რომ არ ჰქონდა ადგილი 7 მილიონის გაფლანგვას, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამაზე,"- განაცხადა სამხარაძემ.

დაზუსტებაზე, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა ავტომანქანის ეპიზოდზე მიუსაჯეს, სამხარაძე აცხადებს, რომ მას სხვა ინფორმაცია აქვს, თუმცა, საქმის მასალებს არ იცნობს.

"მე რამდენადაც ვიცი, დაპატიმრებულია 7 მილიონის ზიანის მიყენებაზე „რუსთავი 2“- ისთვის, არ მგონია არასწორი ინფორმაცია მქონდეს,"- განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს