GITA-ს მხარდაჭერით, საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს

GITA-ს მხარდაჭერით, საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება.

„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ინფორმაციით, კვირეული სხვადასხვა ღონისძიებას აერთიანებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. შეხვედრები ჩატარდება პირისპირ და ონლაინ ფორმატშიც.

„გადაიაზრე მომავალის“ თემის ფარგლებში ICF საქართველო ჩაატარებს სესიებსა და ლექციებს სტარტაპებისთვის, ონლაინ მასტერკლასებსა და ვებინარებს. ასევე, მიაწვდის ინფორმაციას ქოუჩინგის პროფესიით დაინტერესებულ პირებს კარიერული განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ. კვირეულის ფარგლებში, ტექნოპარკში, სტარტაპებისთვის ბიზნესქოუჩინგის დღე გაიმართა, სადაც განიხილეს ემოციური ინტელექტის, კრეატიული აზროვნების, ლიდერობის, ცვლილებების მართვის, მოლაპარაკებების ხელოვნებისა და სხვა დაკავშირებული თემები.

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია (ICF) არის პროფესიონალი ქოუჩების უდიდესი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 140 ქვეყანასა და 35 000 მეტ პრაქტიკოს ქოუჩს. ყოველწლიურად მაისში, ICF მართავს საერთაშორისო კვირეულებს, სადაც ქოუჩები მთელი მსოფლიოდან ატარებენ ღია ლექციებს, შეხვედრებსა და სესიებს ქოუჩინგის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ბოლო წლის განმავლობაში მსოფლიოში შექმნილი ვითარების, პანდემიისა და ომის გათვალისწინებით კვირეულის მთავარი თემაა „გადაიაზრე მომავალი“. საქართველო, როგორც ICF წევრი ქვეყანა, უერთდება კვირეულს.

ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს ტრენერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ჩატარდება ღონისძიება „მომავლის უნარები“. შეხვედრაზე ICF საქართველოს წევრი ქოუჩები და ტრენერთა ასოციაციის ტრენერები, მონაწილეებთან ერთად ისაუბრებენ მომავლის უნარებზე, რომლებიც 21-ე საუკუნეში წარმატების საწინდარია. ასევე განხილული იქნება, როგორ შეიძლება ამ უნარებზე მუშაობა ქოუჩინგისა და ტრენინგის საშუალებით.

24 მაისს HRPA-სთან პარტნიორობით ჩატარდება ჯგუფური ქოუჩინგის სესიები HR პროფესიონალებისთვის თემით: „ქოუჩინგი ორგანიზაციული განვითარებისთვის“. შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ ცოდნას პერსონალური და ორგანიზაციული განვითარების ინსტრუმენტების შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს