მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

უწყების ინფორმაიით, საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

მათივე ცნობით, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა დარგში არსებულ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე მოკლე ანგარიშები წარადგინეს.

„ყურადღება სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის, საკარანტინო მავნებლების გამოვლენისა და რისკების შეფასების ღონისძიებებზე, DCFTA-ს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გამახვილდა. საბჭოს წევრებმა მცენარეული წარმოშობის პროდუქტების წარმოების და ექსპორტ-იმპორტის ხელშეწყობის საკითხებიც განიხილეს.

სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის განვითარების დეპარტამენტის (USDA), სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, შემოსავლების სამსახურის, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს