საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ITB Berlin-ის ხელმძღვანელ პირებს, გერმანული ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ITB Berlin პირველად საზღვარგარეთ, საქართველოში მართავს B2B ფორმატის ღონისძიებას. გერმანელ ტურ-ოპერატორებსა და ქართველ კოლეგებს შორის მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა.

“ძალიან საინტერესოა, რომ პირველად ITB Berlin-ის გამოფენას აქვს გასვლითი ღონისძიება. ჩვენ გერმანიიდან ჩამოყვანილი გვყავს ტურ-ოპერატორები, რომლებსაც B2B ფორმატში შეხვედრები აქვთ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომ წინამოსამზადებელი სამუშაოების დროს გაეცნონ ერთმანეთს და პოტენციური პარტნიორები შეიძინონ. ეს დაგვეხმარება კიდევ უფრო მომზადებული ვიყოთ გამოფენისთვის და წარდგენილები ძალიან ღირსეულად“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

„ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა