CIU-ში სოზარ სუბარის საჯარო ლექცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: "საქართველოს რეგიონალური პოლიტიკა და თვითმმართველობების განვითარების სტრატეგია". ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სოზარ სუბარმა საქართველოს რეგიონალური განვითარების პერსპექტივებზე, ამჟამინდელ პოლიტიკურ კურსსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ასევე, დეპუტატმა განიხილა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების დინამიკა და თვითმმართველობების განვითარების სტრატეგია, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ევროპულ მოდელს გულისხმობს.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ და რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, სოზარ სუბარს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და მულტიმედია ცენტრი დაათვალიერებინეს.

შეხვედრას CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა, სამართლისა და ბიზნეს ფაკულტეტების სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლექცია დისკუსიის ფორმატით წარიმართა, სადაც სტუდენტებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა