მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი და ცენტრ "ემპათიას" ნევროლოგი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს "ვივამედში" გადაყვანის შემდეგ საკვები არ მიუღია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმების განცხადებით, სააკაშვილს საჭმლის მიუღებლობა აქვს და კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანის შემდეგ საკვები არ მიუღია.

როგორც ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს წონაში კლება და სისუსტე აღენიშნება.

„ასეთი მიმდინარეობა ნავარაუდები იყო 4-5 თვის წინ, ვინაიდან, დიაგნოზი, რაც მაშინ იყო დასმული, ენცეფალოპათია, ორგანიზმის მრავალი ფუნქციის მოშლას იწვევს. გვაქვს ასეთი უკმარისობა, როდესაც ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი რიგზეა, მეორე შეხედვით არის მთელი რიგი პათოლოგიებისა, რომელიც მკურნალობას საჭიროებენ. რაც შეეხება მართვას, ჯერჯერობით დეტალები არ ვიცით, ვინაიდან გამოკვლევის პროცესი დასრულებული არაა. შეთანხმებული სქემის მიხედვით მიმდინარეობს პაციენტის კვლევა. ეს შეეხება როგორ ინსტრუმენტულ, ასევე ბიოქიმიურ კვლევებს. ის არის გამხდარი, წონაში კლება აქვს, სისუსტე აქვს, რაც მიუთითებს, რომ მისი ორგანიზმი სტაბილურ მდგომარეობაში არ არის.

საჭმლის მიუღებლობა სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეს არის სიმპტომური ანორექსია. შესაძლოა გამოწვეული იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და მისი დაავადებით. ასევე, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ შესაძლოა განვითარდა ნაწლავების ლორწოვანის ატროფია, რაც ასევე იწვევს საჭმლის მიუღებლობას, რომელია უფრო ზუსტად, ამის თქმა რთულია“,- განაცხადა ოთარ თოიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით კი, დღეს სააკაშვილის მონახულების ნება არ დართეს, თუმცა მთავარ ექიმს შეხვდნენ. მისი ინფორმაციით, „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, რაც ნიშნავს, რომ ყოველ წუთს შესაძლოა გართულება განვითარდეს“.

„შევხვდით მთავარ ექიმს. ასევე სხვადასხვა სპეციალისტს, ვინც პრეზიდენტის მკურნალობაში მონაწილეობს. ტარდება ტესტები, დღეს ორი ტესტი ჩატარდა, პასუხები ჯერ არ არის. მიდის სიმპტომატური მკურნალობა, გადასხმები“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა