გიორგი მშვენიერაძე - ხელისუფლებას სურს პოლიტიკური ოპონენტები და ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური საყრდენები განეიტრალებული იყვნენ

როგორ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში, რომ ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც აუდიტის სამსახურის უფროსი ცემა, გარეთ არის და ოპოზიციური ტელეკომპანიის დირექტორი იმ მუხლით ჩასვეს ციხეში, რომ მანქანას პირადი მიზნებისთვის იყენებდა?! - გვარამიას საქმე არის პოლიტიკური დევნის საქმე, სადაც დანაშაული არც კი არსებობს, - ამის შესახებ უფლებადამცველმა, გიორგი მშვენიერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული.

როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ პოლიტიკური ოპონენტები და ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური საყრდენები, სასამართლოს გზით, გაანეიტრალოს.

„სისხლის სამართალში არსებობს პრინციპი, ნებისმიერი ეჭვი, რომელიც არ მტკიცდება უტყუარი მტკიცებულებებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ. ამიტომ, ის რომ პროკურატურა ამას ამბობს, არ ნიშნავს, რომ აპრიორი მართალია, რადგან ჩვენი პროკურატურა ბევრ რამეს ამბობს ძალიან ბევრ საქმეში, რომელიც სინამდვილეში გამიზნულია, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მთავარი მოტივი, რომელიც პროკურატურას ამოძრავებს, ეს არის პოლიტიკური მოტივი. ხელისუფლებას სურს პოლიტიკური ოპონენტები და ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური საყრდენები განეიტრალებული იყოს.

როგორ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, „ლელოს“ პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის მამა, ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი, ყველა ეს ადამიანი დამნაშავეა და არ აღმოჩდა ერთი მინისტრი მაინც, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა?! ან როგორ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში, რომ ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც აუდიტის სამსახურის უფროსი ცემა, გარეთ არის და ოპოზიციური ტელეკომპანიის დირექტორი იმ მუხლით ჩასვეს ციხეში, რომ მანქანას პირადი მიზნებისთვის იყენებდა, რომელიც კომპანიის საკუთრებაში იყო.

ნიკა გვარამიას საქმე არის პოლიტიკური დევნის საქმე, სადაც დანაშაული არც კი არსებობს ის ქმედება კიდევაც რომ დაემტკიცებინა პროკურატურას, რაზეც საუბარია, ის დანაშაულსაც კი არ წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა