ITB Berlin-მა საქართველოში პრეზენტაცია გამართა

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ორგანიზატორებმა საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია მოაწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ITB Berlin 2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შესახებ გაიმართა. პრეზენტაციაზე ITB Berlin-ის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილე ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს 2023 წელს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს, ასევე დეტალურად განიხილეს თუ რა სარგებელი იხილა ტურიზმის ზრდის მიმართულებით ყოფილმა მასპინძელმა ქვეყნებმა.

როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნების კოორდინატორი რიკა ჟან ფრანსუა აღნიშნავს, ბერლინის ტურისტულ გამოფენაში აღნიშნული სტატუსით მონაწილეობა ნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე გამორჩეული იქნება.

„ გამოფენის ფართობი 160 ათასი კვ. მეტრს შეადგენს და ჩვენ ყველგან გვექნება საქართველოს შესახებ პოსტერები, შესრულდება ქართული მუსიკა. ყველას მიეცემა საშუალება გაეცნოს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. ვფიქრობ, ეს გამოფენის დამთვალიერებლებს გაუჩენს სურვილს იმოგზაურონ საქართველოში, რადგან საქართველო მართლაც ძალიან ლამაზი ქვეყანაა“,-აცხადებს რიკა ჟან ფრანსუა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა