1-ელი ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონებში კონკრეტულ ქუჩებზე ზონალურ საათობრივი პარკირება ამოქმედდება

1-ელი ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონებში კონკრეტულ ქუჩებზე ზონალურ საათობრივი პარკირება ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ისნისა და საბურთალოს რაიონების იმ ქუჩებზე, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, ადგილობრივი მოსახლეობა ავტომობილების რეგისტრაციის შემდეგ პარკირების საფასურს არ გადაიხდის.

„საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ჟიული შარტავას, გიორგი სააკაძისა და სხვა მიმდებარე ქუჩების დიდ ნაწილზე. გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა ავტომობილებისთვის სპეციალური ადგილები და ელექტროავტომობილებისთვის დასამუხტი ადგილები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება. იცით, რომ პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც არეგისტრირებს საკუთარ ავტომობილებს, მათთვის პარკირება უფასოა, ყოველგვარი გადასახადის გარეშე.

რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროსადგურ “სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, მეველეს ქუჩაზე. იმისთვის, რომ მოსახლეობამ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს პარკირებასთან დაკავშირებით და არ იყოს გაუგებრობები, ჩვენ განვათავსებთ საინფორმაციო ჯიხურებს“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს