თბილისის საკრებულომ მუზეუმების გაერთიანების დიზაინერები დააჯილდოვა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართული სამუზეუმო კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის თბილისის მუზეუმების გაერთიანების 3 დიზაინერი დააჯილდოვეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძემ და კახა ლაბუჩიძემ ნინო თედიაშვილს, ნინო ზარიძესა და ნინო ანდრიაშვილს სპეციალური სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. დიზაინერები საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით დააჯილდოვეს.

"სამუზეუმო საქმის პოპულარიზაციის საქმეში ამ ადამიანებს განსაკუთრებული დამსახურება აქვთ. ის ფაქტი, რომ მუზეუმი საინტერესო და მიმზიდველია როგორც ძველი, ისე ახალგაზრდა თაობისთვის, ეს სწორედ იმ ინოვაციური და მოდერნისტული ხედვის დამსახურებაა, რაც ამ ადამიანებს მიუძღვის", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ამასთან, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით, მე-5, 23-ე, 31-ე და 98-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც მოსწავლეებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ნინი სანადირაძე და მუზეუმის თანამშრომლები სამუზეუმო მრავალფეროვნებაზე, პოპულარიზაციაზე და იმ ეპოქაზე ესაუბრნენ, რომელშიც დიდი ხელოვანები ცხოვრობდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს