იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს დახმარებით, აბაშაში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

აბაშაში, იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს დახმარებით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც განზრახ მკვლელობით ჩადენილ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. ბრალდებისა და დაცვის მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები განასახიერებდნენ, ხოლო „ნაფიც მსაჯულთა“ შემადგენლობა დაკომპლექტებული იყო აბაშაში მცხოვრები ახალგაზრდებით, მათ შორის - უფროსკლასელებით.

„აბაშელმა ახალგაზრდებმა ყურადღებით მოუსმინეს ორივე მხარეს, დასვეს შეკითხვები, ბევრი იმსჯელეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და საბოლოოდ, შესაბამისი ვერდიქტიც გამოიტანეს.

ნაფიც მსაჯულთა როლში მყოფი ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა პირველად დაესწრო სასამართლო პროცესს. მიმდინარე საქმე მათთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა და განხილვაში მონაწილეობით უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. შესაბამისად, თუ ოდესმე მართლაც მოუწევთ მონაწილეობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესში, აღნიშნული გამოცდილება ძალიან გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მსაჯულები და პროცესის დამსწრეები ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა უნდა იყოს, მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და პოტენციურ მომზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში რეალური მონაწილეობის მისაღებად“,- ნათქვამია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში მიმდინარე პროექტის "იცოდე შენი უფლება 18 წლამდე" ეგიდით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა