რელიგიური პირებისათვის ტრენინგი - შშმ პირთა უფლებები გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რელიგიური პირებისათვის ტრენინგი - შშმ პირთა უფლებები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგის მიზანი შშმ პირთა უფლებების შესახებ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებაა. აღნიშნულ ტრენინგს რელიგიის სააგენტოს ინტერრელიგიური სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციების: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიისა და საქართველოს იეზიდთა სასულიერო კრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე. ტრენინგს ესწრებოდნენ, აგერეთვე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.

რელიგიის სააგენტო, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, პერიოდულად ახორციელებს სოციალურ პროექტებსა და სხვადასხვა აქტივობებს შშმ პირთათვის: ყოველწლიურად გამოსცემს ინტერრელიგიურ კალენდარს ბრაილის შრიფტით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის თხოვნით გამოიცა ბიბლიის სამი წიგნი (2020 წელს - ძველი აღთქმის პირველი კანონიკური წიგნი „დაბადება“, 2021 წელს - „გამოსვლა“, 2022 წელს კი „წიგნი ლევიტელთა (ლევიანნი)“). გამოცემები საჩუქრად გადაეცემათ უსინათლოთა კავშირსა და თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს