ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. „სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის“ „მოწყობის“ სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური „სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის“ „მოწყობის“ ცალმხრივ სამუშაოებზე ინფორმაციას ავრცელებს.

„ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის ხელჩუას დასახლებული პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 700 მ სიგრძის მონაკვეთზე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება რესპუბლიკის კანონმდებლობის მკაცრი დაცვით, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული ნორმებით და მიზნად ისახავს, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სახელმწიფო საზღვრისკენ უკანონო გადაადგილების ლოკალიზებას. ამ ასპექტებით, დესტრუქციულად მიგვაჩნია ცალკეული პირების მოქმედება, რომელთა ინტერესშიცაა კონტრაბანდისა და სხვა უკანონო ქმედებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რომლებიც აფერხებენ რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო