გიორგი ვაშაძე - დაპირება შესრულებულია, საპენსიო სესხის პროცენტი ნაცვლად 36-38%-ისა მაქსიმუმ 26% იქნება

დაპირება შესრულებულია, საპენსიო სესხის პროცენტი ნაცვლად 36-38%-ისა მაქსიმუმ 26% იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პარლამენტში დარეგისტრირებულმა ინიციატივამ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირების საკითხზე შედეგი გამოიღო.

გიორგი ვაშაძის თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და “სტრატეგია აღმაშენებელი” კვლავ აგრძელებს მუშაობას, საპენსიო სესხის საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტართა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, კომიტეტს გიორგი ვაშაძემ გააცნო.

“ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო. როგორც დაგპირდით, მომავალი წლის 1 იანვრიდან პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის პროცენტი ნაცვლად 36-38%-ისა მაქსიმუმ 26% იქნება. ასევე, პენსიონერებისთვის დაწესდება საბანკო მომსახურეობის გაუმჯობესებული პირობები და ისეთი სერვისები, როგორებიცაა თანხის შეტანა-გამოტანა, კომუნალურის გადახდა, ეს მათთვის უფასო იქნება. ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ პენსიონერს შესაძლებლობა ჰქონდეს თავად აირჩიოს საბანკო სერვისის მიმღები ბანკი, თავისუფალი კონკურენციის პირობებში სესხის პროცენტი კიდევ უფრო შემცირდეს და სესხის პროცენტის შემცირება მოხდეს უკვე აღებულ სესხებზეც.

ამ მიზნით ჩვენ პარლამენტში დარეგისტრირებული გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა და ვიმედოვნებთ, რომ ამ ინიციატივას სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაუჭერენ მხარს და ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა არ შეგვხვდება” - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა