რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ შვედეთის ელჩს მოუთხრო რელიგიის სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. თავმჯდომარის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რელიგიის სააგენტოს როლს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა დაახლოებისა და ურთიერთტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბების პროცესში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები, მათ შორის, შშმ პირთა მიმართ.

,,სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ურთულესი ვითარების თაობაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ზოგადად რელიგიის თავისუფლების კუთხით შეიქმნა.

შვედეთის სამეფოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს და კმაყოფილება გამოთქვა მცირე დროში რელიგიის სააგენტოს მიერ გაწეული აქტიური საქმიანობის გამო. მანვე განაცხადა, რომ სასარგებლო იქნება საქართველოს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი შვედეთში, მისი დაკავშირება იქაურ კოლეგა ორგანიზაციასთან და რელიგიის კანონის შვედური მოდელის გაცნობა.

შეხვედრას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ესწრებოდნენ სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ნინო ასათიანი და მენეჯერი ნათია გუდაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა