თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). დაფინანსების ოდენობა წლიურად არაუმეტეს 2 250 ლარს, ხოლო სემესტრულად არაუმეტეს 1 125 ლარს შეადგენს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ საშუალო აკადემიურ მოსწრებაზე.

„კერძოდ სწავლის საფასურის დაფინანსება მოხდება შემდეგი სქემით:

  • 90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათლით - სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის;
  • 70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის 100%, (1 125 ლარი) მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787,50 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის;
  • ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე - სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.50 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტისთვის, ხოლო თანხის არაუმეტეს 50%, (562,50 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის.

დაფინანსების მისაღებად, სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან მრავალშვილიანი ოჯახის - სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.
  • თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა, (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს რეგისტრაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

განცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 18 მაისიდან და გაგრძელდება 10 ივნისის ჩათვლით. მისამართი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7.

სტუდენტებს განცხადებების შემოტანა ასევე შეუძლიათ, თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www.my.municipal.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა