საქართველო ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალურ კამპანიას „მაისის გაზომვის თვე“ მეხუთედ შეუერთდა

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჰიპერტენზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია სახელწოდებით - "მაისის გაზომვის თვე" გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგნიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების (ISH – International Society of Hypertension) მიერ იყო ინიცირებული.

" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელ საზოგადოებასთან ერთად, წელს უკვე მეხუთედ უერთდება ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო გლობალურ კამპანიას „მაისის გაზომვის თვე“ (May Measurement Month). კამპანია მიმდინარეობს სლოგანით „ზუსტად გაიზომე არტერიული წნევა, აკონტროლე ის, იცხოვრე უფრო დიდხანს” და მისი მიზანია მომატებული არტერიული წნევის გამოვლენა, მოსახლეობის გათვითცნობიერების ამაღლება ჰიპერტენზიის, როგორც კარდიოვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკის ფაქტორის შესახებ.

არტერიული ჰიპერტენზია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, პრევენტირებადი პრობლემაა. მომატებული არტერიული წნევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან მოსახლეობის ნაწილმა არ იცის საკუთარი წნევის ციფრები და რადგან მათი დიდი ნაწილი ასიმპტომურია, ეს ინფორმაცია ცნობილი ხდება ე.წ. სამიზნე ორგანოების - თავის ტვინის, გულის, თირკმლის დაზიანებისა და შესაბამისი სიმპტომების გაჩენისას.

მაისის გაზომვების თვის აღნიშვნა იწყება 17 მაისს და 6 თვე გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები",- აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა