შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების დაწყების თარიღი იცვლება

შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების დაწყების თარიღი იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილების შეტანისა და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში"ცვლილების შეტანის თაობაზე დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა.

მომხსენებლის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ცვლილება მხოლოდ შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების დაწყების თარიღს ეხება.

„იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკრებულოში ჩატარდება შუალედური არჩევნები, გამოკლებული მაჟორიტარი წევრის ნაცვლად ამ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ვადა უნდა დაიწყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შემაჯამებელი ოქმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მეთერთმეტე დღეს", - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, აღნიშნული წესი ამ დრომდე მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით არჩეულ მერებზე ვრცელდებოდა.

„როგორც რიგითი არჩევნების, ასევე შუალედური არჩევნების შემთხვევაში მერის უფლებამოსილება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მეთერთმეტე დღეს შედის ძალაში. ამიერიდან კი, კანონპროექტის მიღების შემდეგ ეს წესი საკრებულოს დეპუტატებზეც გავრცელდება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომიტეტის წევრებმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა