ორბელიანების სასახლეში, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ეროვნულ მუზეუმს დეკანოზ ლავრენტი წულაძის შესამოსელი გადაეცა

ორბელიანების სასახლეში ეროვნული მუზეუმისათვის რელიგიური და საზოგადო მოღვაწის, დეკანოზ ლავრენტი წულაძის შესამოსლის გადაცემის ცერემონია გაიმართა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისტორიული მნიშვნელობის სამოსი საჩუქრად მუზეუმს დეკანოზის ოჯახის წევრებმა გადასცეს.

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვეძლევა საშუალება, ქალბატონ ლედი წულაძის თანდასწრებით, ოფიციალურად აქ გაიმართოს მისი ოჯახის მიერ ეროვნული მუზეუმისთვის დეკანოზ ლავრენტი წულაძის შესამოსელის გადაცემა.

იმ დროს, როცა ჩვენ ვფიქრობთ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, თავისი ევროპული მომავალი, აუცილებელია გავიხსენოთ ის, რაც ხდებოდა საქართველოში იმ წლებში, როცა სუფევდა საბჭოთა წნეხი და როგორ ეპყრობოდნენ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც იმ დროს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ძლიერ ინტელექტუალურ საფუძველს, ეროვნულ ბაზას წარმოადგენდნენ.

დეკანოზი ლავრენტი წულაძე იმ რეჟიმის მსხვერპლი გახდა. დღეს, მისი ხსოვნა კვლავ არის და ეს ხსოვნა კიდევ უფრო გაძლიერდება მისი შესამოსლის ეროვნული მუზეუმისათვის გადაცემით. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენი უახლოესი ისტორია არა მხოლოდ არ არის დავიწყებული, არამედ დღეს შეიძლება უფრო კარგად გავიაზროთ თუ რას ნიშნავდა ეს და რამდენად გვავალდებულებს.

მეხსიერება იმ წლების, იმ ძალიან მძიმე წლების არ უნდა დაიკარგოს. ეს ისტორია დიდწილად ოჯახებშია შენახული. ჩვენ რაღაც ფორმით უნდა შევაგროვოთ ეს ოჯახური მეხსიერება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ორბელიანების სასახლეში დეკანოზ ლავრენტი წულაძის მემორიალური ნივთები, ფოტოები და საარქივო მასალა გამოიფინა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა